მეგობრები

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრების ასოციაცია არის რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია 2015 წელს ამ მუზეუმისათვის საქველმოქმედო გრანტების მოსაპოვებლად, იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, დაეხმაროს მუზეუმს კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში, კონსერვაციასა და რესტავარაციაში, ახალი ექსპონატებისა და კოლექციების შეძენაში, თანამედროვე ინფრასტუქტურის შექმნაში, წიგნების გამოცემაში, გამოფენების მოწყობაში და სხვა.

გახდით ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მომავალ განვითარებაში!

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მუზეუმის მეგობარი! შეიძინეთ საწევრო ბარათი, რომელიც უფლებას მოგცემთ ისარგებლოთ განსაკუთრებული უფლებებით! თქვენ შეგიძლიათ მუზეუმის მეგობრის ბარათი მეგობრებისთვის საჩუქრადაც გამოიყენოთ!

საგანმანათლებლო პროგრამის სპონსორი - მუზეუმში წარმატებით მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეთათვის. მუზეუმის მიზანია, სპეციალური საგანმანათლებლო პრიგრამების განვითრება ოჯახებისთვის, მოზარდებისთვის, ხალხური ოსტატებისთვის, დიზაინერებისთვის, მასწავლებლებისთვის. საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი თანხით პირდაპირი დახმარება გაუწიოთ საზოგადოების ფართო ფენებს და წვლილი შეიტანოთ მუზეუმის განვითარებაში.

გამოფენის სპონსორი - ჩვენი მუზეუმის საგამოფენო სივრცეები არ არის საკმარისი ზომის იმისათვის, რომ მუდმივად დიდი რაოდენობის ექსპონატები გამოვფინოთ. ერთად- ერთი საშუალება, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენს ფონდებში დაცული უნიკალური მასალები, დროებითი გამოფენების მოწყობაა. გამოფენის მხარდაჭერით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მუზეუმს ექსპონატების რესტავრაციაში და საგამოფენო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

წიგნის სპონსორი - მუზეუმში დაცული „კავკასიის კუსტარული კომიტეტის“ უნიკალური მასალები ნაკლებად არის გამოკვლეული და სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის. თქვენ შეგიძლიათ „იშვილოთ“ წიგნი, რომელსაც ჩვენი მუზეუმი მოამზადებს და გამოუშვებს თქვენი კომპანიის ფინანსური დახმარებით. თქვენს მიერ დაფინანსებული წიგნის გაყიდვით შემოსული თანხები ჩვენი მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნებისა და ალბომების რესტავრაციას მოხმარდება.

ერთჯერადი ჩუქება - მეგობრების ასოციაცია მადლობელი იქნება ნებისმიერი სხვა ჩუქებისთვის, რომელიც გამოადგება მუზეუმს მისი კოლექციების შესავსებად.

განათლება

მუზეუმი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებსა  და აქტივობებს:

საგანმანათლებლო პროგრამები ბაღისა და სკოლის ყველა ასაკის ბავშვებისთვის.
პროგრამების საშუალებით ისინი გაეცნობიან მუზეუმის კოლექციებს სწავლების ინტერდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით. პროგრამები ეფუძნებო როგორც მუზეუმის მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებს და შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.

საჯარო ლექციების ციკლი-“საუბრები ლუჯრ სუფრასთან”
რომელიც სხვადასხვა თემებსა და დარგებს მოიცავს და  ძირითადად ეფუძნება  სამუზეუმო კოლექციებს. ლექციებს ატარებენ ხელოვნებათმცოდნეები და ხალხურსა და დეკორატიულ ხელოვნებაში მომუშავე ოსტატები და შემოქმედები.  

დირექტორის ტური,
რომელსაც გაუძღვება ირინე კოშორიძე-საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. იგი  გაგვიზიარებს თავის ცოდნას მუზეუმის ისტორიის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მუზეუმის შენობისა და მუშტაიდის ბაღის, იმ ადგილის ისტორიას, სადაც მუზეუმი პირველად გაიხსნა.  თქვენ გაიგებს მეცნიერების, ოსტატებისა და ხელოვანების შესახებ, რომლებმაც ეს კოლექციები შექმნეს.

კურატორის ტური
კურატორის ტურს გაუძღვებიან კურატორები, რომლებიც წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოფენებს აწყობენ მუზეუმში. ტურის მონაწილეებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ცალეკული გამოფენების ორგანიზების ყველა ეტაპს მისი დაგეგმვიდან დაწყებული გახსნის ცერემონიალით დამთავრებული.

ვორკშოფები  და ლექციათა ციკლები მოთხოვნით.
თუ თქვენ გსურთ გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტაროთ ვორკშოფები, ან სპეციალური ლექციების ციკლი,  მუზეუმი გთავაზობთ სპეციალურად თქვენთვის შექმნის პროგრამებს. ამისათვის საჭიროა წინასწარ დაუკავშირდეთ მუზეუმს და მას მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი სურვილების შესახებ.

საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამები
საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ  და უფრო ღრმად ჩაიხედოთ ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. გაეცნოთ ცალკეულ ტექნიკებს და თავად შექმნათ ნამუშევრები.


მისია

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანიშნულებაა საქართველოსა და სხვა ქვეყნების დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური ხელოვნების ნიმუშებისა და თვითნასწავლი მხატვრების შემოქმედების შეგროვება, კვლევა, ინტერპრეტაცია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ჩვენი ხედვაა, შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევას; დაეხმარება საზოგადოების ინფორმირებას, განათლებასა და გართობას; ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და გაზრდის მუზეუმის როლს ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში.

ისტორია

მუზეუმი დაარსდა 1913 წელს "კავკასიის კუსტარული კომიტეტის" ბაზაზე, რომელიც 1899 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ დაფუძნდა კავკასიის რეგიონში ხალხური რეწვის კერებისა და ოსტატების აღრიცხვის, შესწავლის, დაცვისა და ტრადიციული მოტივების დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებში ინტეგრირების მიზნით.ეს კონცეფცია, პირდაპირ ეხმიანებოდა 1880-1910 წლებში, ევროპაში პოპულარული ანტი- ინდუსტრიული მოძრაობის - "ხელოვნება და რეწვა" (Arts and Crafts) იდეებს.

მუზეუმის პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა მუშტაიდის ბაღში ამ მიზნით სპეციალურად აგებულ შენობაში. ექსპოზიცია მომზადდა ლატვიელი მხატვრის, მუზეუმის პირველი დირექტორის, იული სტრაუმეს (1874-1970) მიერ, რომელიც 1907 წლიდან ხელმძღვანელობდა "კავკასიის კუსტარულ კომიტეტის" სამხატვრო სახელოსნოს.საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921) "კავკასიის კუსტარულმა კომიტეტმა" და მუზეუმმა დაკარგა კავშირი აზერბაიჯანში, სომხეთსა და დაღესტანში არსებულ ექსპერიმენტალურ სახელოსნოებთან და ოსტატებთან და მათი საქმიანობა მხოლოდ საქართველოთი შემოიფარგლა. რეგიონის გასაბჭოებასთან ერთად (1921), კომიტეტსა და მუზეუმს შეეზღუდა სახელმწიფოს მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, მას დარჩა მნიშვნელოვანი მატერიალური და სამეცნიერო ბაზა, რის საფუძველზეც განხორციელდა წარმატებული პროექტები და მოხდა კოლექციების გამდიდრება.

საბჭოთა პერიოდში, მრავალი სირთულეების გადალახვისა და ადგილმდებარეობის არაერთი ცვლილების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 2006 წლიდან, მუზეუმმა ბინა დაიდო თბილისის ისტორიულ ცენტრში, სოლოლაკის უბანში.

დღეისათვის, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი კოლექციები, მდიდარი საარქივო მასალა და უნიკალური ფოტო-ნეგატივები, რომელთა მოვლა, შესწავლა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა, მუზეუმის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

სტრაუმეს ბიბლიოთეკა

იული სტრაუმეს ბიბლიოთეკა მკვლევარებს, სტუდენტებს, ხალხურ ოსტატებს, მხატვრებს და ყველა სტუმარს სთავაზობს ლიტერატურასა და ვიზუალურ რესურსებს მუზეუმის კოლექციებისა და კავკასიის კუსტარული კომიტეტის ძირითადი საქმიანობის შესახებ.  

3000 მდე დასახელების წიგნი, ჟურნალი, ბუკლეტი, აუქციონის კატალოგი, ფოტო და მინის ნეგატივების უნიკალური არქივი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების ისტორიას. აქ დაცული მასალები აერთიანებს კავკასიის კუსტარული კომიტეტის მიერ 1899 წლიდან ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშებს, ჩანახატებს, სამხატვრო სახელოსნოებში შესრულებულ ნამუშევრებს, ფოტოდოკუმენტებს და უნიკალურ გამოცემებს, ისევე როგორც თანამედროვე ხელოსნობისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ამსახველ ლიტერატურას.
ბიბლიოთეკის თანამშრომელი დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს ვიზიტორებს. ბიბლიოთეკა  დამთვარიელებლებს პერიოდულად სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს მუზუემმცოდნეობაში, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში.
ბიბლიოთეკაში მუშაობა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი, წიგნები არ გაიცემა არ  ხელზე და არც მუზეუმებს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სკანირებისა და ფოტოკოპირების სერვისი ხელმისაწვდომია.

სამუშაო საათები: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით,  შესაძლებელია სხვა დროის შერჩევაც წინასწარი შეთანხმებით. დაკეტილია სახელმწიფო დღესასწაულების დროს.

გუნდი

ირინა კოშორიძე






ნანა სვიმონიშვილი






ირმა გეგიძე






ანა ლაცაბიძე






ცეცილია გამცემლიძე






ნანა გულორდავა






ციცო ნოდია






სესილი სორდია






იზოლდა მელიქიშვილი






რობერტ მიმინოშვილი